უკან დაბრუნება

წმინდა ნინოს საფლავი

წმინდა ნინოს საფლავი
1924 წელს კომუნისტებმა მონასტერი დახურეს. ბოდბის უკანასკნელი იღუმენია ნინო (ერში ელენე ვანჩნაძე), მიუხედავად მრავალგზის მუქარისა, მონასტერს არ შორდებოდა, თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა ბოდბე მიეტოვებინა და თბილისში, ანჩისხატის ტაძართან, დასახლებულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მეოცე საუკუნის სამოციან წლებში ბოდბის უკანასკნელი წინამძღვარი, მისივე ანდერძისამებრ, მშობლიურ მონასტერში გადაასვენეს. დღეს მისი საფლავი წმინდა გიორგის ტაძრის სამხრეთ შესასვლელთან მდებარეობს (როგორც ჩანს ფოტოზე).
0:00
0:00
🏛️

მონასტრის წესი

🤫

გთხოვთ, თავი შეიკავოთ ხმაურისგან მონასტრის ტერიტორიაზე.

📵

ასევე გთხოვთ, თავი შეიკავოთ ფოტო-ვიდეობის გადაღებისგან ეკლესიებსა და სხვა წმინდა ადგილებში

👔

გთხოვთ, ჩაიცვათ მოკრძალებულად, დაფარული მხრებითა და მუხლებით. ქალებისთვის რეკომენდებულია თავსაბურავი წმინდა ადგილებში შესვლისას.