ვებგვერდი ჯერ სამუშაო პროცესშია — განახლებებს მუდმივად ვამატებთ.

ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი

←უკან დაბრუნება

წმინდა გიორგის ეკლესია

წმ. გიორგის ტაძარი უძველესია მონასტერში არსებული შენობებიდან და აგებულია IV ს-ის I ნახევარში. იგი ააშენა მეფე მირიანმა წმ. ნინოს გარდაცვალებისთანავე მის საფლავზე. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა გააფართოვა ეკლესია. სამნავიანი ბაზილკის სახე ტაძარს IX სუკუნეში უნდა მიეღო.

ეკლესია ძლიერ დაზიანდა მიწისძვრის შედეგად XIV ს. ამ დროს ტაძრის დასავლეთი ფასადი მოჭიქული აგურით მოაპირკეთეს.

XVII ს-ში ტაძარს დიდი ზიანი მიაყენა შაჰ-აბასის შემოსევებმა, რის შემდეგაც ტაძარი მეფე თეიმურაზ I-მა აღადგინა.

XVII ს. შემდგომ პერიოდში ტაძრის კედელი გამაგრების მიზნით გაუსქელებიათ.

1823 წელს ბოდბელი ეპისკოპოსის იოანე მაყაშვილის კურთხევით ეკლესია მოიხატა და გაკეთდა ახალი კანკელი. მხარტვრობა შუა საუკუნეებიდან ახალ დროზე გარდამავალი ხანის ნიშნებით ხასიათდება და შესრულებული უნდა იყოს ქართველი მხატვრის მიერ ზეთის საღებავებით. კანკელი კი დავით-გარეჯის მონასტრის სახელოსნოშია დამზადებული. სამხრეთი და ჩრდილოეთი შესასვლელების წინ ტაძარს კარიბჭეები მიაშენეს. ბაზილიკის ცენტრალურ ნავზე კი ცრუ გუმბათი აღმართეს.

XX საუკუნეში ტაძარს მნიშვნელოვანი რესტავრაცია ჩაუტარდა ძეგლთა დაცვის სამმართველოს სპეციალისტების მიერ.

ამ დროს მოიხსნა კარიბჭეები და ცრუ გუმბათი, ფერადოვანი ჭიქური ფენა. ტაძარი განთავისუფლდა გვიანდელი მინაშენებისაგან, გამოიკვეთა მისი თავდაპირველი ხუროთმოძღვრული ფორმები.

ტაძარში დაცული ხატების უმრავლესობა მე-19 საუკუნისაა.
0:00
0:00

გალერეა

ხატები და ფრესკები

ივერიის ღვთისმშობლის ხატი

ივერიის ღვთისმშობლის ხატი

საფლავები

იოანე ბოდბელი

იოანე ბოდბელი

იღუმენია ნინო ვაჩნაძეს საფლავი

იღუმენია ნინო ვაჩნაძეს საფლავი

კირილე ჯორჯაძის საფლავი

კირილე ჯორჯაძის საფლავი

მთავარიჩვენს შესახებვიზიტიკონტაქტი

ენა

Contact

[email protected]+995599178993

Address

Khertvisi Street 14, Sighnaghi

Kakheti, Georgia

© 2025 წმინდა ნინოს მონასტერი. ყველა უფლება დაცულია.

...