იღუმენია ნინო ვაჩნაძეს საფლავი

იღუმენია ნინო (ერში ელენე ვაჩნაძე) აღიკვეცა მონაზვნად ბოდბის მონასტერში და ამავე მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა 1917 წელს. 1924 წელს ბოლშევიკებმა მონასტერი დაკეტეს, უკანასკნელი იღუმენია ნინო კი მონასტრიდან გააძევეს, რის შემდეგაც იგი თბილისში ცხოვრობდა ანჩისხატის ტაძართან. გარდაიცვალა 1946 წელს. 1964 წელს მისი ანდერძისამებრ გადმოასვენეს ბოდბის მონასტერში. მისი საფლავი მდებარეობს ბოდბის წმინდა გიორგის ტაძრის ჩრდილოეთის კარის შესასვლელში. 2006 წელს საფლავი განახლდა და შეიმკო მარმარილოს ქვით.
0:00
0:00