იოანე ბოდბელი
რუსი ეგზარქოსების მიერ ბოდბის ეპარქიის გაუქმებამდე მისი უკანასკნელი მღვდელმთავარი ცნობილი საეკლესიო მოღვვაწე იოანე მაყაშვილი იყო. მისი ღვაწლით 1823 წელს კიდევ ერთხელ შეიმკო და გამშვენდა სავანე: ტაძარს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კარიბჭები მიაშენეს, ასევე დაადგეს ცრუ გუმბათები (ცრუ გუმბათები და კარიბჭებიც რესტავრაციის დროს მოხსნეს მეოცე საუკუნეში), მოიხატა ინტერიერი, გაკეთდა ახალი კანკელი (2014 წელს კანკელს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა), აშენდა საეპისკოპოსო სასახლე კარის ეკელსიითურთ. იოანე მაყაშვილის გარდაცვალებასთან (1837 წ.) ერთად ბოდბის ეპარქიაც გაუქმდა და მონასტერიცა და სემინარიაც მოიშალა. ტაძრის სამხრეთი ბურჯის წინ განისვენებს იოანე ბოდბელი.
0:00
0:00