იღუმენია ნინოს საფლავი
1924 წელს კომუნისტებმა მონასტერი დახურეს. ბოდბის უკანასკნელი იღუმენია ნინო (ერში ელენე ვანჩნაძე), მიუხედავად მრავალგზის მუქარისა, მონასტერს არ შორდებოდა, თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა ბოდბე მიეტოვებინა და თბილისში, ანჩისხატის ტაძართან, დასახლებულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მეოცე საუკუნის სამოციან წლებში ბოდბის უკანასკნელი წინამძღვარი, მისივე ანდერძისამებრ, მშობლიურ მონასტერში გადაასვენეს. დღეს მისი საფლავი წმინდა გიორგის ტაძრის სამხრეთ შესასვლელთან მდებარეობს (როგორც ჩანს ფოტოზე).
0:00
0:00