ივერიის ღვთისმშობლის ხატი
მონასტრის ერთ-ერთი სიწმინდეს წარმოადგენს ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. ხატს კომუნისტების დროს საავადმყოფოდ გადაკეთებულ მონასტერში რენდგენის კაბინეტში მაგიდად იყენებდნენ. ერთხელ ერთმა ურწმუნო ადამიანმა ამ ხატის შეურაცხყოფა სცადა და დანით დაუსერა სახე, რისთვისაც მკაცრად დაისაჯა და სრულიად ჯანმრთელი მოულოდნელად გარდაიცვალა.ხატს დღემდე ეტყობა დანის ნასერების კვალი. მოგვიანებით ღვთისმშობელი ერთ ექიმ ქალს გამოეცხადა და ხატის თავის ადგილზე გადასვენება უბრძანა.
0:00
0:00