საფლავზე შესვლის წესები:
- 1
საფლავზე შესვლამდე რიგში დგომისას არ იხმაუროთ, არამედ ილოცეთ.
- 2
საფლავზე ერთდროულად დაიშვება მხოლოდ 4 ადამიანი.
- 3
საფლავზე ანთებული სანთლით შესვლა ან შიგნით კანდლიდან დანთება არ არის დაშვებული.
- 4
საფლავზე ემთხვიეთ მხოლოდ მარმარილოს, ვერცხლის პერანგს ან მინას.
- 5
გთხოვთ, საფლავზე არ დადოთ/დატოვოთ ნივთები, არამედ მხოლოდ შეახეთ მინას ან ვერცხლის პერანგს.
წმინდა ნინოს საფლავი
წმ. ნინომ თავისი ცხოვრების ბოლო წლები ბოდბეში გაატარა და აქვე გარდაიცვალა. მეფე მირიანს მისი სვეტიცხოველში დაკრძალვა სურდა, მაგრამ ორასმა კაცმა ვერ შესძლო წმ. ნინოს სარეცლის ადგილიდან დაძვრა. გარდაცვალების წინ კი მეფე მირიანმა დედოფალ ნანას დაუბარა, რომ სამეფო განძი ორად გაეყო და ერთი ნაწილი ბოდბისთვის შეეწირა, რადგან პატივის ღირსი იყო ეს ადგილი.
წმ. ნინოს განსასვენებელ ეკვდერში საფლავის ფრესკა XVI ს. განეკუთვნება, ვერცხლის პერანგი და საფლავის ქვა, რომელიც კაბადოკიური მარმარილოა, 1997 წელს არის განახლებული, ხოლო მოზაიკაზე გამოსახული ძუ ლომი, ორბი და ვარდი სიმბოლურად წმ. ნინოს სიძლიერეს, სიმახვილესა და მშვენიერებას გამოხატავს.