ვებგვერდი ჯერ სამუშაო პროცესშია — განახლებებს მუდმივად ვამატებთ.

ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი

←უკან დაბრუნება

მონასტრის ამჟამინდელი ცხოვრება

1991 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით ბოდბეში გაიხსნა დედათა მონასტერი. მას მერე მიმდინარეობს უძველესი სავანის აღორძინება – სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა წმინდა გიორგის ტაძარს, განახლდა წმინდა ნინოს საფლავი, მონაზვნების სენაკები და მოიხატა მონასტრის სატრაპეზო. წმ. ნინოს წყაროზე მოეწყო განსაბანი და აიგო წმინდანის მშობლების, წმ. ზაბულონისა და სოსანას ტაძარი. ასევე აშენდა წმ. ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი, და წმ. თამარ აღმსარებლისა და წმ. გაბრიელ სალოსის სახელობის მცირე ეკლესიები. მონასტერს აქვს საკუთარი მეურნეობა, მოქმედებს ხატწერისა და ხელსაქმის სახელოსნოები. მონასტრის დები უძველეს ქართული ხელნაწერთა საფუძველზე გამოსაცემად ამზადებენ საღვთისმსახურო წიგნებს. ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ქველმოქმედი ადამიანების შემწეობით, მათ შორის არიან მონასტრის მეცენატები: ნინა კოსწინა, არჩილ გეგენავა და ლაშა პაპაშვილი. ამჟამად მონასტერში 32 მონაზონი და მორჩილია. მონასტრის წინამძღვარია იღუმენია თეოდორა (მახვილაძე).
0:00
0:00

ფოტო-გალერეა

მთავარიჩვენს შესახებვიზიტიკონტაქტი

ენა

Contact

[email protected]+995599178993

Address

Khertvisi Street 14, Sighnaghi

Kakheti, Georgia

© 2025 წმინდა ნინოს მონასტერი. ყველა უფლება დაცულია.

...